logo
ENG



ბოლო 24 საათში გამოვლინდა COVID 19-ის 344 ახალი შემთხვევა, დადებითობა 1.07%-ია

13 მარ 202111:11
3 წუთის საკითხავი
 

ბოლო 24 საათში გამოვლინდა COVID 19-ის 344 ახალი შემთხვევა, დადებითობა 1.07%-ია

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 274 721-ია.

ჩატარდა 32 090 ტესტი, მათ შორის 21 945 ანტიგენის და 10 145 PCR ტესტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.07%; ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.49 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.55%.

გამოჯანმრთელდა 240 ადამიანი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 268 004-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 9 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 643 პირი ემსხვერპლა.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 344 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 188 შემთხვევა, აჭარა - 8, იმერეთი - 58, ქვემო ქართლი - 16, შიდა ქართლი - 16, გურია - 22, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 18, კახეთი - 8, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 048, საიდანაც: 1 316 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  670, აჭარაში - 135, იმერეთში - 254. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 262 პირი, მათ შორის, თბილისში - 113, აჭარაში - 19, იმერეთში - 77. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 74 პირი, მათგან თბილისში - 52, აჭარაში- 4, იმერეთში - 6. 131 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 100 - თბილისში, 29 - აჭარაში. 1 601 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 247 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 136, ხოლო აჭარაში - 14.

სულ  6 ოქტომბრიდან - 12 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 609 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 618 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 613 პირი, აჭარაში - 499, იმერეთში - 702.


close დახურვა